Monday, May 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე, ავტვირთეთ პრეზენტაცია ბლოგზე, მოვიძიეთ ფოტო და აუდიო მასალა, ჩავსვით ბლოგებში გვერდები

Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ბლოგზე ავტვირთეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, შევქმენით პორტფოლიო

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
როგორ აისახება პოეზია ჩვენს ცხოვრებაზე?
თემატური:
რატომ ჰქვია ვაჟას ბევრ ლექსს სიმღერა?
რაში გამოიხატება ვაჟას პოეზიაში თავისებურება?
შინაარსობრივი:
რა გავლენას ახდენს ფშაური ადათ-წესები ვაჟას პოეზიაზე?
რა ფუნქცია აქვს “კაი ყმას” ხალხურ პოეზიაში და რა ფუნქცია აქვს ვაჟას შემოქმედებაში?

Wednesday, May 7, 2014

ჩემი პროექტის იდეა

ჩემი პროექტია "ვაჟა-ფშაველას პოეზია" ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ვაჟას პოეზიის თავისებურებაზე, რის შედეგადაც ისინი გააცნობიერებენ მწერლის როლს ქართულ ლიტერატურაში. მოსწავლეები ინდივიდუალურად იმუშავებენ ტექსტებზე